აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს დაესწრო

13 სექტემბერი, 2018

სართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის მთავრობისა და ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს დაესწრნენ.

„Georgia Iternational Meritime Forum 2018-ს” ბათუმი მეორედ მასპინძლობს და იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ტარდება. ფორუმის მიზანი, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაციაა და მას საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO-ს გენერალური მდივანი ლიმ კიტაკი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ევროკომისრები, საზღვაო სფეროსა და ტრანსპორტის მინისტრები, ბიზნესმენები, ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

რიგით მეორე საზღვაო ფორუმი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ყოველ ორ წელიწადში ტარდება.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები