აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე მარტა ნოვაკოვას შეხვდა

14 სექტემბერი, 2018

ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა დინამიურად ვითარდება.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა აქტიურად არის ჩართული "ვიშეგრადის ოთხეულის" ფორმატში, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა. გარდა ამისა, თქვენი მხარდაჭერა ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში (ODA) ძალიან ძვირფასია ჩვენთვის” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები