აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბიზნეს ფორუმს დაესწრო

14 სექტემბერი, 2018

დღეს, სასტუმრო „ჰილტონში“, ბიზნეს ფორუმი ”საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა” გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს.

ფორუმის მონაწილეები სპეციალური პრეზენტაციებით აჭარისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საინვესტიციო და ტურისტული კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ. ბიზნეს ფორუმს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი, ოფიციალური დელეგაციის წერვები, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები თორნიკე რიჟვაძე, დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები