აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

დასუფთავების მსოფლიო კამპანია

15 სექტემბერი, 2018

   15-16 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიო“, რომელშიც უკვე წლებია საქართველოც აქტიურად მონაწილეობს.

   ამ კამპანიის ფარგლებში დღეს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ჭოროხის დელტა დაასუფთავეს. მათ მხარდაჭერას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია - „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“.

  წლევანდელი წლის კამპანიის მოწოდებაა „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“.

  „დავასუფთავოთ მსოფლიოს“ კამპანია 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

  საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები