აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

''Thomas Cook''-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

19 სექტემბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი რეგიონში ტურისტულ, ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. კომპანიის ტურისტული და ავიაკომპანიების მიმართულებების მენეჯერები უკვე შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტს, ქალაქ ბათუმის მერსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. შეხვედრებზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობაზე, აჭარაში ინვესტიციების განხორციელებასა და რეგიონის მიმართულებით ფრენების დანიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე, გაეცნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

კომპანია „Thomas Cook“ 177 წელია მსოფლიოში ოპერირებს და ყოველწლიურად 19 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ის ტურისტულ ბიზნეში წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 60 ტურისტული მიმართულებით ანხორციელებს ფრენებსა და ინვესტიციებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურისტულ ბიზნესში მსგავსი მასშტაბური და მსხვილი ორგანიზაციები დავაინტერესოთ აჭარის ტურისტული პოტენციალით. Thomas Cook არის მსოფლიოში ლიდერი კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბიზნესში ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩვენი მიზანია მის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ მიმართულებად იქცეს ჩვენი ქვეყანა. უკვე დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები, რომელსაც გაგრძელება კონკრეტული შემოთავაზებებით ექნება პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. აჭარის, როგორც 4 სეზონზე მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია წარმოუდგენელია მსგავსი კომპანიების ჩართულობის გარეშე და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგები ექნება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას „Thomas cook“-ის ფრენების დანიშნულების მართვის დირექტორი თიმ ჯოდი, „Thomas cook“-ის ფრენების და აეროპორტის სუბსიდიების მენეჯერი სტეფან ჯოლი, TAV Georgia-ს სატერმინალო ოპერაციების მენეჯერის მოადგილე იუცელ ოლგუნი, TAV-ის ავიაციის მარკეტინგის წარმომადგენელი ქენ ქენბოლატი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები