აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Deutsche Welle აჭარაში კიდევ ერთ გადაცემას იღებს

21 სექტემბერი, 2018

Deutsche Welle აჭარის შესახებ კიდევ ერთ გადაცემას ამზადებს. საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები აჭარას სამოგზაურო ტელეგიდის „Meet a local”-ის გადასაღებად სტუმრობს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ქართული სამზარეულო და ქედის ღვინის მარნები.  ბათუმის შესახებ მომზადებულ ტელეჟურნალს Deutsche Welle-ს მილიონობით მაყურებელი ოქტომბრის ბოლოს ნახავს. 

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპaულარიზაცია Deutsche Welle-ს ეთერით მიმდინარე წელს დაიწყო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტელეკომპანიის ეთერით ზაფხულსა და შემოდგომაზე გადაიცემოდა. ზაფხულშივე მომზადდა პირველი ტელეჟურნალი ბათუმში მოგზაურობის შესახებ.

Deutsche Welle-ს გარდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN. 2019 წლისთვის კი რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები