აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

24 სექტემბერი, 2018

5-6 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით  ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ბათუმში იქნება  წარმოდგენილი.

სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“-ს მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თემატური კუთხეები - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების.  

სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. საინტერესოა ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად, ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები ჩაერთვებიან. ფესტივალი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს რეგიონის სტუმრებსა და ადგილობრივებში.  ფესტივალი 2015 წლიდან, რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.



კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები