აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო

24 სექტემბერი, 2018

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველი სვლა, სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთეს. 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დაესწრო.

საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებითაა წარმოდგენილი. მე-4 ნომრად განთესილი ქალთა ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდა. ვაჟთა პირველი გუნდი კი შშმ პირთა ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები