აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მერისის ხეობას ტურისტები ფოლკლორის შესასწავლად ხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ

27 სექტემბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. ამჯერად, სააგენტოს ორგანიზებით გიდებმა ქედაში მერისის ტურისტულ მარშუტზე იმოგზაურეს.   ინფოტურის მონაწილეებმა ყველა ის ტურისტული ღირსშესანიშნაობა, საოჯახო-სასტუმრო სახლი და ტურისტული სერვისი მოინახულეს, რისი ნახვაც ტურისტებს მერისში მოგზაურობისას შეუძლიათ.

ულამაზესი მერისის ხეობა  ბათუმიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და ის იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების, აჭარული სოფლების, ტრადიციების გაცნობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების მსურველთათვის. გამორჩეულია მერისული ფოლკლორიც, რომლის მოსასმენად და შესასწავლადაც სოფელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ამ მხრივ აღსაღნიშნავია თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი სოფელ გარე ტყეში, სადაც სიმღერის ნიჭი და სიმღერები თაობებს გადაეცემა. ტურისტების ყურადღებას იპყრობს მერისის სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ჩანჩქერი და საპიკნიკე ტერიტორია, რომლებიც ხეობის მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ.

მერისის ტურისტული მარშრუტი მარკირებულია. დაბეჭდილია მარშრუტის ტურისტული რუკაც, რაც ტურისტებს ხეობაში მოგზაურობას უმარტივებთ. მთიან აჭარაში მერისის მსგავსად 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად მიმდინარეობს. მათი პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე წელს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 200-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები