აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძემ საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე დღე გახსნა

27 სექტემბერი, 2018

►მესამე დღეა ბათუმი მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს.

►მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიების ფარგლებში აჭარაში 189 ქვეყნიდან 4000 სტუმარი იმყოფება.

►საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებით არის წარმოდგენილი.

►მსოფლიო ოლიმპიადის მესამე დღე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გახსნა.

►ბათუმის სპორტის სასახლეში მინისტრმა პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა. ჯაბა ფუტკარაძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან გიორგი გიორგაძესთან ერთად სპორტსმენებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.

►მოგვიანებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა უცხოური მედიის 50 წარმომადგენლის შეკითხვებს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. შეხვედრას ბეჭდური და სატელევიზიო მედიის, რადიოს და ინტერნეტ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

►საერთაშორისო მედიასთან შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა საკითხს შეეხო:

სპორტული ტურიზმის განვითარება და მისი პერსპექტივები აჭარაში
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა და მისი ეკონომიკური ეფექტი აჭარისთვის
აჭარის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები

►მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები