აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან

28 სექტემბერი, 2018

ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-4 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს ოთხი გამარჯვება აქვს და მედლებისთვის ბრძოლას დამაჯერებლად აგრძელებს. ჩვენმა გუნდმა ამჯერად ვიეტნამის ნაკრები დაამარცხა 3:1. საქართველოს ნაკრებს გამარჯვებები ნანა ძაგნიძემ და სალომე ბაციაშვილმა მოუტანეს, შესაბამისად პირველ და მესამე დაფაზე, ორივემ შავი ფიგურებით. გამარჯვება ჯერ ბაციაშვილმა ჩაიწერა, რასაც მალევე ძაგნიძის წარმატებული სვლა და არაბიძის მეტოქესთან ყაიმზე შეთანხმება მოჰყვა, ეს კი გამარჯვებას ნიშნავდა. მეორე დაფაზე მოთამაშე ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც გუშინ დაისვენა დიდხანს ებრძოლა მეტოქეს და საბოლოოდ ყაიმი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრებებიდან უკრაინა და ჩინეთი უდანაკარგოდ მიდიან, მხოლოდ რუსეთმა დათმო ერთი შეხვედრა უზბეკეთთან და სატურნირო მდგომარეობა გაირთულა, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლები ჯერ წინ არის. მთავარი პარტიები, სადღაც მე-7 ტურის შემდეგ დაიწყება, როცა ლიდერი გუნდები ერთმანეთთან შეხვედრებს დაიწყებენ.

1:3 დამარცხდა ვაჟთა ნაკრები ლიეტუვას გუნდთან და მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგა. მეორე დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა შავებით ყაიმი მალევე გააფორმა. ამის შემდეგ თავისი შეხვედრა დათმო დავით ჯოჯუამ, რომელმაც გუშინ ლამის ექვსსაათიანი დაპირისპირება გამართა მონღოლ მეტოქესთან და დღესაც მძიმე შეხვედრა ჰქონდა. ივან ჩეპარინოვმა მესამე დაფაზე დიდი მცდელობის მიუხედავად მეტოქეს ვერ აჯობა, რაც იმას ნიშნავდა რომ ჩვენი გუნდის მარცხისგან ხსნა მხოლოდ ბაადურ ჯობავას შეეძლო გამარჯვებით, თუმცა სამწუხაროდ ბაადური დამარცხდა.

სასიხარულოა, რომ გამარჯვება მოიპოვა ვაჟთა მესამე გუნდმა, რომელმაც 3:1 მოუგო მაროკოს. შესაბამისად, მესამე და მეოთხე დაფაზე ნიკოლოზ კაჭარავამ და გიორგი სიბაშვილმა იმარჯვეს. მეორე ნაკრები 2:2-ზე შეთანხმდა ავსტრალიასთან.

საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა ქალთა მეორე ნაკრებს, რომელიც მე-13 განთესვის მქონე უნგრეთს შეხვდა და გამარჯვება მიითვალა - 2.5:1.5.  თავისი პარტიები სოფიო გვეტაძემ და სოფიკო ხუხაშვილმა მოიგეს. მესამე გუნდმა 1:3 დათმო ავსტრალიასთან.

ხვალ, 28 სექტემბერს მე-5 ტურის პარტიები 15:00 საათიდან დაიწყება. 29 სექტემბერს გუნდები დაისვენებენ და 30 სექტემბრიდან გადამწყვეტი შეხვედრები დაიწყება, რომელიც ეტაპობრივად გამოკვეთავს მედლებისთვის რეალურად მებრძოლ ნაკრებებს.

 

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
IV ტური
ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ვიეტნამი 3:1
1. ნანა ძაგნიძე - ფუნგ კიმ თი ვო 1:0
2. ლელა ჯავახიშვილი - ნგუეინ თაო ლი ფამი 0.5:0.5
3. ნინო ბაციაშვილი - ტრამ ბაო თი ჰოანგი 1:0
4. მერი არაბიძე - ჰუნგ მაი თი ნგუიენი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - უნგრეთი 2.5:1.5
1. სალომე მელია - თრანგ თან ჰოანგი 0:1
2. სოფიო გვეტაძე - ანიტა გარა 1:0
3. სოფიკო ხუხაშვილი - ტიცია გარა 1:0
4. მირანდა მიქაძე - ნიკოლეტა ლაკოში 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ავსტრალია 1:3
1. ნინო ხომერიკი - ჰეტერ რიჩარდსი 0.5:0.5
2. მარიამ ჯანიაშვილი  - ჯულია რიანოვა 0.5:0.5
3. თამარ ესაძე - ჟილინ ჟანგი 0:1
4. დიანა ლომაია - ირინა ბერეზინა 0:1

ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - ლიეტუვა 1:3
1. ბაადურ ჯობავა - შარუნას შულსკისი 0:1
2. მიხეილ მჭედლიშვილი - ტომას ლაურუსასი 0.5:0.5
3. ივან ჩეპარინოვი - ტიტას სტრემავიჩუსი 0.5:0.5
4. დავით ჯოჯუა - ვიდმანტას მალიშაუსკასი 0:1

 

საქართველოს მეორე ნაკრები - ავსტრალია 2:2
1. ლუკა პაიჭაძე - ანტონ სმირნოვი 1:0
2. დავით მაღალაშვილი - იუან-ჟონგ ჟაო 0:1
3. თორნიკე სანიკიძე - მაქს ილიანგვორფი 1:0
4. გიგა ყუფარაძე - ბობი ჩენგი 0:1

საქართველოს მესამე ნაკრები - მაროკო 3:1
1. ნოე თუთისანი - მოჰამედ თისირი 0.5:0.5
2. ლუკა ობოლაძე  - აბდელაზიზ ონკოუდი 0.5:0.5
3. ნიკოლოზ კაჭარავა - იასერ საბერი 1:0
4. გიორგი სიბაშვილი - მეჰდი-მოჰამედ აიტმიდოუ 1:0

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები