აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობის სხდომა

28 სექტემბერი, 2018

►აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მმართველობის სფეროში მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების დაქვემდებარების და სხვა საკითხები განიხილეს.

►ახალი პროექტის მიხედვით აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. 

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ სხდომაზე აჭარაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების განხორციელების ახალი წესის და ბათუმში არსებული არასათანადო/არასტანდარტული საცხოვრისის შესახებ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შესახებ ისაუბრა.

►საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის ახალი წესის მიხედვით:

►სამინისტრო პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციისაგან გათავისუფლების  თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს ინვესტორის განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 

►განცხადებასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, შესაბამისი განცხადების წარმოდგენის დღისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 10 000 და არაუმეტეს 200 000 ლარისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია მხოლოდ ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეცვლა, ქონების საპრივატიზებო საფასურის (მაგრამ არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის) 5%, მაგრამ არანაკლებ 10 000 და არაუმეტეს 200 000 ლარისა.

►თუ ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განცხადებას არ ერთვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან სხვა დოკუმენტი, რაც აუცილებელია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტრო ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით.

►განკარგულების მოქმედების პერიოდში  საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია დაიწყოს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პროცედურები.

►განკარგულება ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები და 2018 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციისაგან გათავისუფლების მოთხოვნით,  ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომის მიუხედავად.

►სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა:

საქართველოს მთავრობის  დადგენილებით „ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“ მოქმედებს. პროგრამის  მიზანია ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობების ნაცვლად ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობების მშენებლობა, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ქალაქის განაშენიანების განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.
მთავრობის სხდომაზე აღნიშნულ პრორგამაში 3 კომპანიის მონაწილეობის ფარგლებში, გასაფორმებელი შეთანხმების საკითხი განიხილეს.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები