აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე ქედის მუნიციპალიტეტში აგრო-ბაზრობას დაესწრო

30 სექტემბერი, 2018

,,შემოდგომა ქედაში - 2018" დაბა ქედაში, ევროპულ წელთან დაკავშირებით მოწყობილი აგრო ბაზრობის გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა. ქედის მუნიციპალიტეტში წამყვანი დარგების ფერმერებმა - მეღვინეებმა, მეთაფლეებმა, მეთამბაქოეებმა, ქედის ღვინის საწარმომ - ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ - KTW", ხილის საწარმომ ,,ნენა"-მ და სიგარების საწარმომ ,,იმერმა" პროდუქცია ქედის ხიდზე გამოფინეს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია ადგილობრივი სასოფლო-სამეურენო პროდუქციის პოპულარიაზაცია და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ფერმერებს საშუალება მიეცათ რეკლამირება გაუწიონ საკუთარ პროდუქციას. გამოფენა გაყიდვა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან, უკრაინის დელეგაციასთან და სტუმრებთან ერთად მოინახულეს.

პუბლიკაციები გამოფინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ,,სენმა" დემოკრატიის ინსტიტუტმა, ნატოს საინფორმაციო ცენტრმა და ქედის განვითარების ჯგუფმა გამოფენაზე მისულ ვიზიტორს შესაძლებლობა ჰქონდა ასევე, ქედისთვის ერთ-ერთი საამაყო ავტორის - სულხან სალაძის წიგნი ,,უცნობი ძველი აჭარა" შეეძინა. გამოფენის ორგანიზატორი იყო ქედის განვითარების ჯგუფი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები