აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი შემოდგომა ,,ქედაში 2018'' დაესწრო

30 სექტემბერი, 2018

ქედელების მთავარ დღესასწაულს აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. დღესასწაულის ოფიციალური გახსნის ნაწილში საპატიო ქედელების დაჯილდოება და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი ჩატარდა, რის შემდეგაც მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა ქედის სკვერში სხვადასხვა თემის მიერ წარმოდგენილი კუთხეები დაათვალიერეს და ქედელებს შემოდგომის დღესასწაული მიულოცეს.

ქედელებისთვის შემოდგომა რთველთან, ჭირნახულთან,სტუმართმასპინძლობასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ამ დღეს უამრავ სტუმარს ეპატიჟებიან. შემოდგომის დღესასწაულს წელს ქედაში კინორეჟისორი ზაზა ხალვაში და ოსკარის დაჯილდოებაზე წარდგენილი ფილმის „ნამე“ გადამღები ჯგუფი სტუმრობდა. ქედის სკვერში დღევანდელ ღონისძიებაზე უკრაინელი სტუმრები და უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ.

ღონისძიების შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრებ მალხაზ გორგილაძის ვენახში ყურძნის დაკრეფა და ღვინის დაწურვის ცერემონია ჩატარდა.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები