აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს შეხვდა

02 ოქტომბერი, 2018

☑აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებთან შეხვედრა გამართა.

☑ჯაბა ფუტკარაძემ შეხვედრაზე ბიზნესის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას გაუსვა ხაზი. 

►ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერები გამოცდილებას სპეციალური სასერტიფიკატო კურსის საშუალებით მიიღებენ. 
2 თვის განმავლობაში კომპანიების წარმომადგენლები საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვის მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებენ. 

►საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული პროგრამა ექსპორტის მენეჯერებს პრაქტიკულ ცოდნას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით მისცემს. კურსის მსვლელობისას საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) განიხილება.

►სასერტიფიკატო კურსი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, კავკასიის ბიზნესსკოლის მხარდაჭერით ბათუმში პირველად ტარდება.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები