აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ციტრუსის წამლობისთვის რეგიონში 80 ერთეული ტექნიკა შემოვიდა

01 ოქტომბერი, 2018

ციტრუსოვანთა პლანტაციებში მავნებელ დაავადებების წამლობითი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ხელვაჩურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შემოვიდა 65 ერთეული თერმული ნისლის და 15 ერთეული ცივი შესხურების მანქანა, რომლებიც სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებიდან იქნა მობილიზებული.

წამლობითი ღონისძიებების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, მინისტრის პირველი მოდგილე მამუკა თურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და აზიურ ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე დაესწრნენ.

,,მეციტრუსე ფერმერებს წამლობითი ღონისძიებისთვის ასვე შეუძლიათ ისარგებლონ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწრმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის ფარგლებში გაცემული 3200 ერთეული ტექნიკის საშულებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წამლობით ღონისძიებების ეფექტურობას''.- განაცხადა მინისტრმა.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები