აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფესტივალი ''განდაგანა'' სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს

03 ოქტომბერი, 2018

5 ოქტომბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნება. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება  წარმოდგენილი.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, „ფესვები“- სა და „შუახევი“-ს ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ. 5  ოქტომბერს, დღის ბოლოს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ იზრუნებენ.  6 ოქტომბერს, ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონი“-ს მუსიკალური ნომრებით დაიხურება.

ორივე დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც. სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდგანა აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი  მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.

ფესტივალის ვიდეო  ფესტივალის პროგრამა



კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები