აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტრო 9 ანსამბლს 302 სასცენო კოსტიუმს გადასცემს

04 ოქტომბერი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გამარჯვებულ 9 ანსამბლს, სულ - 302 შემსრულებელს 50 000 ლარის ღირებულების სასცენო კოსტიუმები გადაეცემა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა სსიპ ქალაქ ბათუმის N15 სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს „თოლიას“ პროგრამის ფარგლებში დამზადებული სასცენო კოსტიუმები გადასცა. ანსამბლი „თოლია“ 2018 წლის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2018 წლის მაისში გაიმართა აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.

ოლიმპიადა გაიმართა სამ ეტაპად და მონაწილეობას ღებულობს 2000-ზე მეტი შემსრულებელი და 100-ზე მეტი ქორეოგრაფიული და საგუნდო კოლექტივი.  საპრიზო ადგილებზე გასულ კოლექტივებს გადაეცემათ სამინისტროს სპეციალური პრიზები-სასცენო კოსტიუმები.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები