აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი სამინისტროში

04 ოქტომბერი, 2018

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მოადგილე თეონა ბერიძემ ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრს სერგეი კოვალჩუკს, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს და ბელარუსის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელს მიხაილ ზარუბიტსკის უმასპინძლეს. მინისტრებმა სპორტის მიმართულებით არსებული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო ქალაქ ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას.
შეხვედრას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მოადგილე მინდია ქათამაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები