აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

05 ოქტომბერი, 2018

ქობულეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს. ადმინისტრაციული ფართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად გახსნა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო  და კომპიუტერული ინვენტარით. თანამშრომლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე კი, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი. ამ დრომდე, ცენტრის პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ იყო უზრუნველყოფილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ დრომდე, ახალი შენობები გადაეცა ფოთის, ბორჯომისა და ხონის რაიონულ სამსახურებს.

ბოლო წლებში რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება ჯამურად 127%-ით გაიზარდა. სრულად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკი. პერსონალს გადაეცა ახალი უნიფორმები. მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვები და სასწრაფოს ბრიგადებმა დაიწყეს ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში გამოძახება.  

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები