აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქობულეთში მასწავლებელთა დღე აღინიშნა

05 ოქტომბერი, 2018

5ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ქობულეთის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროფესიული დღესასწაული პედაგოგებს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მათ მიუძღვით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პედაგოგებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 ღვაწლმოსილ და საუკეთესო აღმზრდელებს პროფესიული დღე ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით მიულოცეს წარმატებულმა მოსწავლეებმა - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, რომლებიც მუნიციპალიტეტსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. შეკრებილებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი პედაგოგების ხსოვნას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები