აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს

05 ოქტომბერი, 2018

ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, მასწავლებლის დღეს. თქვენ იმ პროფესიის წარმომადგენლები ხართ, ვინაც დაუღალავად შრომობთ ჩვენი სახელმწიფოს შენებისათვის.

იყო მასწავლებელი ერთი მხრივ უდიდესი ღირსებაა და ამავე დროს პასუხისმგებლობაა შენი ქვეყნის წარსულისა და მომავლის წინაშე. თქვენ ის ,,ორლესული იარაღი“ გიპყრიათ ხელთ, რომელიც შეიძლება ადამიანის სასარგებლოდ და საზიანოდაც გამოიყენოთ, ამიტომაც გრძნობთ თითოეული თქვენგანი იმ მოვალეობას, რომელიც მომავალი თაობების სწორად აღზრდაში დაგაკისრათ ამ პროფესიამ. მიუხედავად სიდუხჭირისა, არასოდეს მიგიტოვებიათ სკოლა, მოსწავლე და ღირსეულად მოიტანეთ ჩვენი დღევანდელობა, რისთვისაც ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და მადლობას გიხდით უანგარო სამსახურისთვის.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მასწავლებლის დღე. გისურვოთ ჯანის სიმრთელე და ბევრი წარმატება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.


ინგა შამილიშვილი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები