აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია

05 ოქტომბერი, 2018

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელსაც 24 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა სომხეთის საკმაოდ ძლიერ გუნდთან დამაჯერებლად მოიგო 3:1. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა გაიმარჯვეს, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა კი ყაიმი ითამაშეს.

საქართველოს ნაკრების საბოლოო შედეგი კონკურენტების თამაშზე იყო დამოკიდებული.ჩინეთმა ბოლო ტურში რუსეთთან ყაიმი ითამაშა და 18 ქულით ჩემპიონი გახდა. ჩინელებმა ტიტული დაიცვეს. ასევე 18 ქულა დააგროვა უკრაინამ, რომელსაც არ გაუმართლა და ჩემპიონობა უარესი დამატებითი მაჩვენებლების გამო დათმო. საქართველოს ნაკრებმა 17 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რომ არა არაკონკურენტ გუნდებთან დაკარგული ქულები, დღეს ჩვენი გუნდი საჩემპიონო შეხვედრას ჩაატარებდა, მაგრამ საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა რაც, რა თქმა უნდა, ცუდი შედეგი არ არის.

საქართველომ ოლიმპიადაზე 6 გუნდით იასპარეზა - 3 გოგონების და 3 ვაჟების.ქალთა მეორე გუნდმა 11 ტურში მოპოვებული, 7 გამარჯვებით, 3 მარცხით და 1 ყაიმით საბოლოოდ 16 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე გავიდა. ბოლო ტურში ქალებმა ჩეხეთი, რომელმაც გუშინ ჩვენს მთავარ გუნდს ოქროს ქულა წაართვა 2.5:1.5 დაამარცხეს.

ქალთა მესამე გუნდმა ირანთან შეხვედრა 1:3 დათმო. 11 ტურში 6 გამარჯვება, 4 მარცხი და 1 ყაიმი, რაც ჯამში 13 ქულას და 41-ე ადგილს ნიშნავს. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ბოლო ტურში ესპანეთთან 2:2 ითამაშა და ოლიმპიადაზე გამოსვლა 14 ქულით დაასრულა - 11 ტურში, 5 გამარჯვება, 3 მარცხი და 3 ყაიმი და 28-ე პოზიცია, რაც სამწუხაროდ არ გახლავთ სახარბიელო შედეგი.

მეორე გუნდმა 1.5:2.5 წააგო ირანთან და 11 ტურში, 5 გამარჯვება, 4 მარცხი და 3 ყაიმი მიითვალა და ასპარეზობა 13 ქულით და 43-ე ადგილით დაასრულა. მესამე ნაკრებმა 2.5:1.5 დაამარცხა სინგაპურის ნაკრები. ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა 13 ქულით დაასრულეს - 11 ტურში 6 გამარჯვება, 1 ყაიმი და 4 მარცხი მიითვალეს და 51-ე ადგილზე გავიდნენ.

ბათუმი, ახალი სპორტის სასახლე- 5 ოქტომბერი, საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა.

ლექსო მაისურაძე

43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები