აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

43-ე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა

08 ოქტომბერი, 2018

43-ე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონია ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები - თორნიკე რიჟვაძე, დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საერთაშორისო და ქართული სპორტული საზოგადოებების წარმომადგენლები დასწრნენ. საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, ასპარეზობა ჩინელ სპორტსმენთა ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებსა და ქალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ქალთა და ვაჟთა 3-3 ნაკრებით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც ოლიმპიადის ყველაზე წარმატებული ქვეყნის საჭადრაკო ფედერციას გადაეცემა, ორი წლით ჩინელთა საკუთრებაა. ჩინელმა ვაჟებმა მეორედ მოიპოვეს ოლიმპიადის ჩემპიონობა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და შესაბამისი მედლები გადასცა. 2020 წელს, მომდევნო 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადას რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები