აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

რეგიონის მასშტაბით წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

08 ოქტომბერი, 2018

მასწავლებელთა კვირეულის ფარგლებში დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით რეგიონის მასშტაბით 32 წარმატებულ და 5 მენტორ პედაგოგთან შეხვედრა გაიმართა. წარმატებულ პედაგოგებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მისალოცი ბარათები და ფულადი ჯილდო გადასცა.

„იყო მასწავლებელი, ეს განსაკუთრებული ღირსება და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობაა. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, რისთვისაც გიხდით მადლობას და ქედს ვიხრით თქვენს წინაშე უანგარო შრომისათვის. გილოცავთ მასწავლებლის დღეს და გისურვებთ ჯანის სიმრთელესა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და კუთხის საკეთილდღეოდ“ -აღნიშნა ინგა შამილიშვილმა.

მინისტრმა მენტორ-მასწავლებლებს მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

წარმატებული პედაგოგები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ,ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძემ დააჯილდოვეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები