აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის პოპულარიზაცია 21 ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

04 ოქტომბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “IFTM Top Resa” წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული ორგანიზაციის Thomas Cook- ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პარიზის ტურისტულ გამოფენას მთელი მსოფლიოდან 32 ათასზე მეტი ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი დაესწრო. გამოფენაზე 1700-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე წარადგინა, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 25-მდე გაიზრდება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები