აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა

10 ოქტომბერი, 2018

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ პირველ მოადგილესთან მამუკა თურმანიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები შპს ,,TCF GEORGIA’’ და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ მოინახულა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

შპს ,,TCF GEORGIA’’ მიმდინარე წლის სეზონზე გეგმავს 1500 - ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღებას, საწარმოს ასევე დაგეგმილი აქვს 3000 ტონა არასტანდარტულ მანდარინის მიღება. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ს ქობულეთის საკონსერვიო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი. დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია.

,,მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს სავარაუდოდ 50-55 ათას ტონას. არასტანდარტული მანდარინის პრობლემა მოხსნილია, იმდენად რამდენადაც არსებული საწარმოების სიმძლავრე შეუფერხებლად მიიღებს და გადამუშავებს არასტანდარტულ მანდარინს. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30000 ტონას. ასევე მოხდება პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. საექსპორტოდ განკუთვნილ ტარა მასალას ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 20000 ტონის გადატვირთვის უზრუნველყოფა. ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 5000 ტონა ციტრუსის შენახვა’’. - განაცხადა მინისტრმა საწარმოების დათვალიერებისას.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები