აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების“ ფორუმი

05 ოქტომბერი, 2018

►ამ წუთებში სასტუმრო „ბილტმორი“ „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების“ ფორუმს მასპინძლობს.

►ფორუმის მთავარი თემაა „ბიზნესმდგრადობა - 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება“.

►შეხვედრას მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან 300-მდე სპიკერი და დელეგატი ესწრება.

►ფორუმის ფარგლებში საქართველოს პირველად სტუმრობს მისი აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰი - ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი; აგრეთვე მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი - ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.

►ფორუმის მონაწილეებს სიტყვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ მიმართა. მინისტრმა აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ფორუმის მონაწილეებს აჭარის საინვესტიციო კლიმატის შესახებ სპეციალური გრაფიკული ვიდეოს ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

►ფორუმში მონაწილეობას სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებენ. ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს სიტყვით ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ - ილია ელოშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა - ირაკლი ლექვინაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა და სხვა მაღალი რანგის სამთავრობო პირებმა მიმართეს.

►„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ მოწვეული 15-მდე სპიკერი და საპატიო სტუმარი მასტერკლასებს ფინანსური, სოციალური და გარემოს დაცვითი თემების შესახებ ჩაატარებს.

►ფორუმის მთავარი მიზანი, საერთაშორისო დელეგატებისთვის საქართველოს შესაძლებლობების და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობაა.

►ღონისძიების ფარგლებში დელეგატებისთვის ბიზნესურთიერთობებისა და კონტაქტების დამყარებისთვის ერთგვარი საერთაშორისო პლატფორმა იქმნება.

►ფორუმი „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით იმართება და ის 6 ოქტომბერს დასრულდება.


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები