აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე შეიხა ჰესა საადს შეხვდა

05 ოქტომბერი, 2018

►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ოფიციალური შეხვედრა ქუვეთის პრინცესასთან მის აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰისთან გამართა.

►შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის სამომავლოდ ერთობლივი საქმიანობის პერესპექტივებს შეეხო. მინისტრთან საუბრისას აჭარაში ტურიზმის, კერძოდ ხანდაზმულთა და სპორტული ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის ინტერესი გამოითქვა.

►ოფიციალურ შეხვედრას „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარე, „საქმიან ქალთა გაერთიანების“ პრეზიდენტი ეკატერინე მაისურაძე ესწრებოდა.

►ქუვეითის პრინცესა და არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი - ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების“ ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველად სტუმრობენ. 
►სამეფო ოჯახის წევრები საქართველოს 6 ოქტომბერს დატოვებენ.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები