აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები''

11 ოქტომბერი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ გამართა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები’’. ღონისძიების მიზანია რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება. ფორუმზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ წარადგინა პრეზენტაცია, ,,სოფლის მეურნეობა აჭარის რეგიონში’’.

,,როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ათასწლოვანი აგრარული ტრადიციის მქონე ქვეყანაა, რომელსაც განვითარების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მართალია ჩვენი რეგიონი მცირემიწიანობით ხასიათდება, მაგრამ მისი მრავალფეროვანი ბუნება და ნიადაგურ-კლიმატური ფონი, ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის ნიშური დარგების განვითარებისათვის. რეგიონს გააჩნია მზარდი შესაძლებლობები აკვაკულტურის, სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობის, სუბტროპიკული მემცენარეობისა და კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით მოცვის განვითარების მიმართულებით, რომელზედაც მზარდია მოთხოვნილება. ქვეყნის აგრარული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ჭრილში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ფუნქციას მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. ჩვენი მიზანია რეგიონის ფერმერთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობით. ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიება აგრარულ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის იქნება ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული’’.-განაცხადა მინისტრმა.

ფორუმის მონაწილეებს სპეციალურად მომზადებული ვიდეო რგოლის ,,აჭარის აგრარული პოტენციალი’’ ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. ,,ციტრუსის წარმოება აჭარის რეგიონში’’ ამ თემაზე პრეზენტაცია მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმანიძემ წარადგინა. საინვესტიციო ფორუმს 12 უცხო ქვეყნის 30 კომპანია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, სულ 180 სტუმარი ესწრებოდა.

ფორუმზე უცხო ქვეყნის კომპანიები რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ. ფორუმის ფარგლებში ქართული პროდუქციის (ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თევზი, ღვინო და სხვა) იმპორტირებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებთან B2B შეხვედრები გაიმართა.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები