აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ევრონიუსის ეთერშია

15 ოქტომბერი, 2018

ბათუმი და ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ევრონიუსის ეთერშია. გადაცემა “Focus” ოლიმპიადას ვრცელ სიუჟეტს უძღვნის, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული მსოფლიო ოლიმპიადა, ბათუმის, როგორც ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის განვითარების პოტენციალი, ძველი და ახალი თაობის ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ქალების ისტორია და ხედვები.  ერთი კვირის განმავლობაში, ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე ეცნობა ოლიმპიადისა და ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს, რაც საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის, როგორც საერთაშორისო ოლიმპიადების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდა. დეპარტამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში ევრონიუსმა ბოლო ორ წელში რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რვა გადაცემა მიუძღვნა. ტელეკომპანიის ეთერით ეტაპოპრივად, ტრიალებს აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებიც. ჯამში, გარდა ევრონიუსისა  რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ტელეკომპანიებთან, როგორებიცაა Deutsche Welle, BBC, CNN, RTL.

>>ვიდეო<<



კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები