აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აგრო სესხების რესტრუქტურიზაცია მეთხილეობის სექტორში

17 ოქტომბერი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მოადგილეებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეთხილეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერების საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონში მავნებლებისა და დაავადებების შედეგად ფერმერებზე მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციი გაცნობა და მათი აგრო სესხების ფარგლებში გარკვეული საშეღავათო პირობების ამოქმედება, რათა ფერმერებმა შეძლონ საბანკო სექტრთან მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულება.

,,მიმდინარე წელს მეთხილეობის სექტორში მავნებელ დაავადებების მიერ გამოწვეული ზიანის გამო დაზიანებული იქნა თხილის მოსავალი, რის გამოც შეიქმნა პრობლემები, რაც აისახა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აჭარის მთავრობის ჩართულობით საფინანსო ორგანიზაციებთან შედგა მოლაპარაკება მეთხილეობის სექტორში გაცემული აგროსესხების ფარგლებში საშეღავათო პირობების ამოქმედებასთან დაკავშირებით. შედეგად ფერმერები უკვე სარგებლობენ აღნიშნული სესხების რესტრუქტურიზაციით’’. აღნიშნა შეხვედრისას მინისტრმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები