აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

“National Geographic”-ის კონფერენციაზე აჭარის ტურისტული პროდუქტები წარადგინეს

17 ოქტომბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პოლონეთში “National Geographic Traveler”-ის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს. ღონისძიება, რომელსაც ტურისტული სააგენტოებისა და ორგანიზაციების წარმომამადგენლები, ტელე-რადიო ჟურნალისტები, ბლოგერები და ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ ძირითადად, ახალი ტურისტული მიმართულებების აღმოჩენასა და გაცნობას დაეთმო.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს, მდიდარ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაუწიეს პოპულარიზაცია. პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული და პიარ აქტივობებით. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მედიაპლატფორმაა “National Geographic Traveler”, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონს არაერთი საინტერესო სტატია მიუძღვნა.

„აჭარის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი პოლონეთში დიდია. მსგავსი ტიპის კონფერენციები კი დამატებითი პლატფორმაა ჩვენთვის სამიზნე აუდიტორიამდე მივიტანოთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია და რატომ უნდა იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „National Geographic“ თანამშრომლობა და ამ კუთხით საინტერესო აქტივობებს ვგეგმავთ. ვამყარებთ კონტაქტებს „National Geographic“-ის სხვა ქვეყნის ოფისებთან ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით. რაც შეეხება უშაუალოდ პოლონეთს, ამ ქვეყნიდან რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მზარდია და ის 9 თვის მონაცემებით 7,6%-ითაა გაზრდილი. ვფიქრობ, ჩვენს მიერ პოლონეთში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული სარეკლამო აქტივობები  ქვეყნისა და რეგიონისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები