აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი მაღალმთიან აჭარაში ნივრის დარგვას დაესწრო

19 ოქტომბერი, 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის (ნიორის) წარმოების განვითარების ხელშეწყობი’’-ს ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში ნივრის დარგავა დაიწყო.

ქვეპროგრამის მიზანია ნიორის მაღალპროდუქტიული სარგავი მასალის ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე მიწოდების გზით რეგიონში წარმოებული ნიორის პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა. რაც შესაძლებლობას მოგვცემს რეგიონის მაშტაბით ნიორის დაბალპროდუქტიულ სარგავი მასალა ჩანაცვლებული იქნას თანამედროვე სამრეწველო დანიშნულების ნიორის სარგავი მასალით.

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე პირველ მოადგილესთან და აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორთან ერთად, ნიორის დარგვის პროცეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში ფერმერ გიორგი ცეცხლაძის საკარმიდამო ნაკვეთში დაესწრო, სადაც 800 მ2 მიწის ფართობზე 120 კგ ნიორი დარგო. ფერმერი მომავალ წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 ტონამდე ნივრის მოსავალს აიღებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტებში ფერმერებს და აგრომეწარმეებს მიეწოდათ 30%-იანი თანადაფინანსებით 48000 კგ ნიორის მაღალპროდუქტიული სათესლე მასალა, სასუქები და ჰერბიციდები, რომელიც დაირგვება 32 ჰე-ზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები