აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

19 ოქტომბერი, 2018

დღეს, სასტუმრო შერატონში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების მთავარი თემაა ‘სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. 150-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

კონფერენციის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. როგროც მან აღნიშნა: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მრავალდარგოვანი სტრუქტურა აგროტურიზმის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აჭარის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სოფლად და ჩართულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. აჭარის სოფლის მეურნეობის ძირითადი და ტრადიციული დარგებია - მეციტრუსეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა და ა.შ. აღნიშნული დარგების წარმატებული განვითარება დიდწილად აისახება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლებზე და შესაბამისად სოფლის ტურიზმიც კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება აჭარის რეგიონისათვის. აჭარაში აგროტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტრადიციული საოჯახო მეურნეობების არსებობა,  სწორედ ამიტომ აგროტურიზმის განვითარება პერსპექტულ მიმართულებად  შეიძლება ჩაითვალოს''.

კონფერენციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, ქ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე 31-მდე მოხსენება/პრეზენტაცია იქნება წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება.


კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები