აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

19 ოქტომბერი, 2018

►ამ წუთებში სასტუმრო „შერატონში“ სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

►ღონისძიების მთავარი თემაა „სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. 150-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

►კონფერენციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე,მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

►კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციები, მოხსენებები და დისკუსიები გაიმართება. სპიკერები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ:
►სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო, ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში, ქართული სტუმართმასპინძლობა როგორც ბიზნესი, სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება.

►კონფერენციაში როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

►შეხვედრაზე სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესზე ისაუბრებენ. 
სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები