აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2018

✓„აჭარაში სპორტულ ტურიზმს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ ძალიან აქტიურად ვიწყებთ ამ სფეროს განვითარებას - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა. 
„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ დროისთვის რამდენიმე მასშტაბურ სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს აჭარაში, მათ შორის:
20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მე-4 კატეგორიის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი, ასევე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, სადაც აჭარაში მოქმედი თითქმის ყველა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება, გარდა ამისა ინტენსიურად მიმდინარეობს 16 000 კვ. მეტრ ფართობზე ყინულის სასახლისა და საცურაო აუზის მშენებლობა.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აჭარაში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა. პარალელურად კი ჩვენი მიზანია ეს სფერო ფინანსურად მომგებიანი გახდეს და ეკონომიკური სარგებელი მისცეს რეგიონს. 
აჭარაში არსებული შესანიშნავი ეკო სისტემა და მიმდინარე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები სპორტული ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ რესურსს“ - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

►მინისტრი სპორტულ საზოგადოებას აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების ხედვაზე, პერსპექტივებზე და ამ მიმართულების გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებზე ესაუბრა.

►შეხვედრაზე საუბარი სპორტის სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარებას, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო.

►შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჩავლეშვილი, სპორტული სკოლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები