აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურისტული პროდუქტები ლვოვის ტურისტულ გამოფენაზე

22 ოქტომბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. სამი დღის განმავლობაში გამოფენის ვიზიტორები აჭარის სტენდთან რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობოდნენ. დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი.

უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის რეკლამირებას ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ანხორციელებს. მზარდია უკრაინიდან აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 9 თვის მონაცემებით 40 000 ვიზიტს გულისხმობს. წელს, უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით დაემატა ფრენებიც და ზაფხულის პერიოდში ავიამიმოსვლები კიევიდან, ხარკოვიდან, ზაპაროჟიედან, ოდესიდან და ლვოვიდან ხორციელდებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ გამოფენებს, დეპარტამენტი ლვოვის გარდა უკრაინაში   მონაწილეობას ღებულობს კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. ჯამში, წელს დეპარტამენტმა რეგიონი მსოფლიოს მასშტაბით 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები