აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

23 ოქტომბერი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ გამწვანებისა და ლანდშატფური დაგეგმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ვარშანიძემ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია გამწვანების სამსახურისა და სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევითა და გამოცდილების გაზიარებით, გარემოს დაცვის აქტივობებში არასრულწლოვანთა ჩართულობის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის სფეროში არასრულწლოვანთა ჩართულობით ღონისძიებების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.

დღესვე, მინისტრმა მოსწავლებთან ერთად ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის ეზოში ხე-მცენარეები დარგო.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 2018 წელს ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც გამოიყო 582 000 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები