აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქანდაკების საერთაშორისო პლენერი ქობულეთში

25 ოქტომბერი, 2018

ქობულეთის ცენტრალურ პარკში ქანდაკების საერთაშორისო პლენერი მიმდინარეობს. პლენერის ფარგლებში ქართველმა და ლატვიელმა ხელოვანებმა 10 ქანდაკება შექმნეს, რომლებიც ქობულეთის ცენტრალურ პარკში განთავსდება. ქართველ და უცხოელ მოქანდაკეებთან ერთად პლენერში  ქობულეთის სამხატვრო სკოლისა და არტ სტუდია „ანდამატის“ ნორჩი ხელოვანები მონაწილეობდნენ.
პლენერში მონაწილე მოქანდაკეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე შეხვდა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
ქანდაკების საერთაშორისო პლენერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები