აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

უკრაინელი ჟურნალისტებისთვის აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

25 ოქტომბერი, 2018

აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია უკრაინული მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. უკრაინაში საქართველოს საელჩოში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე დეპარტამენტის წარმომადგენელმა ონლაინ ჩართვა გააკეთა და დეტალურად ისაუბრა რეგიონის ტურისტული პროდუქტების, 2018 წლის ტურისტული სეზონის შედეგებისა და რეგიონში ტურიზმის განვითარების შესახებ.

შეხვედრაზე, რომელის საელჩოს ინიციატივით გაიმართა ჟურნალისტებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, ავიაკომპანიის უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები რეგიონალურმა მენეჯერმა იევგენ დანილოვმა და უკრაინის ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა ვლადიმერ ცარუკმა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის რეკლამირებას ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ანხორციელებს. მზარდია უკრაინიდან აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 9 თვის მონაცემებით 40 000 ვიზიტს გულისხმობს. წელს, უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით დაემატა ფრენებიც და ზაფხულის პერიოდში ავიამიმოსვლები კიევიდან, ხარკოვიდან, ზაპაროჟიედან, ოდესიდან და ლვოვიდან ხორციელდებოდა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები