აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დღეს, კულტურის დაწესებულებების ადაპტირების პროექტების პრეზენტაცია გაიმართება

26 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კულტურის დაწესებულებების ადაპტირების პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში შშმ პირებისათვის კულტურის დაწესებულებებში თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შესყიდულია 8 შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. პროექტზე იმუშავა  ა(ა)იპ ინკლუზიური ტურიზმის ცენტრმა  ,,პარსა“.

პროექტი ითვალისწინებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების შენობა-ნაგებობების შშმ პირებისათვის ადაპტირებას, კერძოდ: სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი; სსიპ ბათუმის მუსიკალური ცენტრი; ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა; ა(ა)იპ ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა, სსიპ  აჭარის მუზეუმის ფილიალები : აჭარის ხელოვნების მუზეუმი; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი; რელიგიის მუზეუმი და მემედ აბაშიძის მუზეუმი.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები