აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კულტურის დაწესებულებების ადაპტირების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

26 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 26 ოქტომბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კულტურის დაწესებულებების ადაპტირების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორის მინისტრი ინგა შამილიშვილი გამოვიდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში შშმ პირებისათვის კულტურის დაწესებულებებში თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შესყიდულია 8 შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. პროექტზე იმუშავა ა(ა)იპ ინკლუზიური ტურიზმის ცენტრმა ,,პარსა“.

პროექტი ითვალისწინებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების შენობა-ნაგებობების შშმ პირებისათვის ადაპტირებას კერძოდ: სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი; სსიპ ბათუმის მუსიკალური ცენტრი; ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა; ა(ა)იპ ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა, სსიპ აჭარის მუზეუმის ფილიალები : აჭარის ხელოვნების მუზეუმი; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი; რელიგიის მუზეუმი და მემედ აბაშიძის მუზეუმი.

პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ. 

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები