აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტიტე აროშიძე კიარან განონს შეხვდა

29 ოქტომბერი, 2018

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო კონსულტანტს კიარან განონს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების (ა.მ.ა.გ-ების) განვითარების, სამინისტროსა და ფერმერთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების და თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ზურა ჩიხლაძე და ENPARD აჭარა პროექტის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე და პროექტის ოფიცერი მერაბ სვანიძე.

,,აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, მიმართულია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ა.მ.გ-ები-ს ჩამოყალიბებამ შექმნა ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს უშუალო და პირდაპირ კონტაქტს ფერმერებთან. აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებები („ა.მ.ა.გ.ები), წარმართავენ საქმიანობას სოფლის განვითარების პოტენციალის გამოვლენისა და საჭიროებების შესწავლის მიმართულებით. ა.მ.ა.გ-ების ჩამოყალიბებამ უზრუნველყო კონკურენტუნარიანობის ზრდა და ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა წარმოების საშუალებები, მომსახურება და რეალიზაცია''. განაცხადა მინისტრმა საერთშორისო კონსულტანტთან შეხვედრისას.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები