აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

31 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 01 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსტუდენტთა  დახმარების პროგრამის  ფარგლებში   დამატებით  აცხადებს კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2015, 2016 და 2017 წელს ჩაირიცხნენ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელლი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების საშუალო არითმერტიკული ტოლია ან მეტი 71%-სა.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან;

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი;

დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები.

რაც შეეხება იმ კონკურსანტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2018 წლის 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქვეპროგრამაში მონაწილეობისათვის და აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ ვერ მოიპოვეს დაფინანსება მათი განცხადებები ავტომატურად ჩაითვალება დამატებით გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებულად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ სამინისტროში შემდეგ მისამართზე: . ბათუმი, ლადო გუდიაშვილის . N4 ტელ: 24 53 78.


 

 

 


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები