აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ციტრუსის მოსავლის დაზღვევა ამოქმედდა

31 ოქტომბერი, 2018

აჭარის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის მოსავლის დაზღვევა. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზღვევის პროცესის მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „არდის“ წარმომადგენლები გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. ფერმერების ინტერსების გათვალისწინებით, ციტრუსის მოსავლის დაზღვევას სახელმწიფო პროექტში ჩართული კერძო სადაზღვევო კომპანიები მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე მოახდენენ.

აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო აგროდაზღვევით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ ფერმერს, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. ციტრუსის მოსავლის დაზღვევა ამოქმედდა 5 ფოტო

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები