აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძემ ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულების ანგარიში წარადგინა

31 ოქტომბერი, 2018

✔აჭარის ა.რ მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ა.რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში წარადგინა. 

►მინისტრის განცხადებით, ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 15,1% გადაჭარბებით შესრულდა და 217 641 200 ლარი შეადგინა. 2018 წლის სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 189 068 100 ლარი იყო. მთავრობის სხდომაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის სხვა მონაცემებზე დეტალურად ისაუბრა. 

►2018 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის მონაცემები: 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების 2018 წლის სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 189 068 100 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 217 641 200 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 115,1 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (205 471 800 ლარი) შედარებით შემოსულობების ფაქტიური შესრულება 12 169 400 ლარით, ანუ 5,9 პროცენტით არის გაზრდილი.

►შემოსავლები

შემოსავლების გეგმა 167 817 600 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 193 300 300 ლარი  შეადგინა,გეგმა 115,2 პროცენტით არის შესრულებული. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (186 129 800 ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება 7 170 500 ლარით, ანუ 3,9 პროცენტით არის გაზრდილი.

►გადასახადები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 94 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. 3 კვარტლის საშემოსავლო გადასახადის გეგმა 157 606 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 182 311 100 ლარი, გეგმის 115,7 პროცენტი შეადგინა.

►სხვა შემოსავლები

სხვა შემოსავლების გეგმა 10 211 600 ლარით განისაზღვრა,  შესრულებამ კი10 989 200  ლარი, ანუ გეგმის 107,6 პროცენტი შეადგინა. 

►არაფინანსური აქტივების  კლება

არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვა) გეგმა 21 250 500 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ  24 340 900 ლარი, ანუ გეგმის 114,5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (16 236 900 ლარი) შედარებით ფაქტიური შესრულება 8 104 000 ლარით, ანუ 49,9 პროცენტით არის გაზრდილი.

►გადასახდელები

გადასახდელების დაზუსტებული გეგმა 241 006 900 ლარს შეადგენს, ხოლო ფაქტიური დაფინანსება კი 223 400 700 ლარია, რაც გეგმის 92,7 პროცენტია. 

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი  საბჭო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის 2018 წლის ცხრა თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებებმა 3 875 500 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 3 517 300 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 90,8 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიისათვის 2018 წლის ცხრა თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული 478 000 ლარის ასიგნება დაფინანსებულია 471 400 ლარით, რაც გეგმის 98,6 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მასთან არსებული ორგანიზაციები

2018 წლის ცხრა თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტის დაზუსტებულმა ასიგნებებმა 62 324 800 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 58 904 800 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 94,5 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2018 წლის ცხრა თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტის დაზუსტებულმა ასიგნებებმა 26 744 800 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 26 128 700 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 97,7 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის   სამინისტრო

სამინისტროს მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2018 წლის ცხრა თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტის დაზუსტებულმა ასიგნებებმა 35 824 400 ლარი, ხოლო  ფაქტიურმა  დაფინანსებამ 32 537 400 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 90,8 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2018  წლის  ცხრა  თვეში  რესპუბლიკური  ბიუჯეტით გათვალისწინებულმა დაზუსტებულმა
ასიგნებებმა 13 278 100 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 12 848 200 ლარი შეადგინა, რაც გეგის 96,8 პროცენტია.

►აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით ცხრა თვეში დაზუსტებულმა ასიგნებებმა 8 302 800 ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ 7 457 100 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 89,8 პროცენტია.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები