აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

2019 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 11,6 მლნ ლარით გაიზრდება

31 ოქტომბერი, 2018

" აჭარის ა.რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 11.6 მილიონი ლარით (4.3%-ით) მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე და ის 279.3 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურად 2019 წლისთვის ჩვენ შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები 1,0 მილიონ ლარზე მეტით. აკუმულირებული თანხები სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებისთვის იქნა მიმართული, მათ შორის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ნაწილში, კერძოდ მათი დაფინანსება 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 1,0 მილიონ ლარამდე იზრდება და 17,7 მილიონი ლარი იქნება" - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ა.რ მთავრობის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის და 2019-2022 წლების პრიორიტეტების წარდგენისას გააკეთა.

 2019 ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები:

►2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 314 117 000 ლარით განისაზღვრა

►2019 წელს საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო ოდენობა, 2018 წელთან შედარებით, 30.0 მილიონი ლარით (13.3 %-ით), იზრდება და 2019 წლისთვის 255.0 მილიონ ლარს შეადგენს;

►2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი (გადასახდელები) 314.1 მილიონ ლარია.

►აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია მთავრობის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები:

✓მცირე მთავრობის კონცეფცია და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა;
✓გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა;
✓მაღალმთიანი აჭარის განვითარება;
✓სოციალური პროექტების მხარდაჭერა;
✓ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
✓ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, ✓კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში; 
✓ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება;
✓აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების დაცვა-შენარჩუნება.
✓ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და სხვა.

აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია:

►2019 წლისათვის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების განვითარების კვლევას იწყებს, რომლის ფარგლებშიც აჭარაში სპორტული ტურიზმის, ხანდაზმულთა ტურიზმის, ეკო და ბიო სასტუმროების განვითარების, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ცენტრების განვითარების საკითხების შესწავლა განხორციელდება.
►დასრულებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების დაქსელვის წინასაპროექტო კვლევები. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია გაზიფიცირების მეორე ეტაპის სამუშაოები,რომლის ფარგლებშიც შუახევი (ხიჭაურის დასახლება)-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობა (54.0 კმ) განხორციელდება.
►ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის მიმდებარედ, დაგეგმილია ტურისტული და საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა;
►დაგეგმილია სარფის მთიანი ზონის დაგეგმარება, მისი შემდგომი განვითარების ერთიანი ხედვის შესაქმნელად;
►2019 წელს 30 მიმართულებით ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 500-მდე მიმართულებაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. სულ 180 გრძივი კილომეტრი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა დაიგება. დაგეგმილია ასევე 14 ახალი ხიდის მშენებლობა. ჯამში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით, 300-ზე მეტი პროექტი განხორციელდება.
►გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 10 მილიონ ლარამდე იზრდება.
►ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 1,0 მილიონ ლარამდე იზრდება და 17,7 მილიონი ლარი იქნება.
►გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხით და გრანტით (43.0 მილიონი ევრო) აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის მუნიციპალიტეტებში წყლისა და კანალიზაციის სიტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რისთვისაც მხოლოდ 2019 წელს დაახლოებით 6 მილიონი ევრო დაიხარჯება;
►საჯაროს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის და აღჭურვის ბიუჯეტი 1,1 მილიონი ლარით იზრდება. დაგეგმილია 8 საჯარო სკოლის მშენებლობა და 10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი იხილეთ ბმულებზე:

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx…
http://adjara.gov.ge/branches/description.aspx…


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები