აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო

01 ნოემბერი, 2018

ბათუმი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციას მასპინძლობს. 
კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, მათ შორის „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება,“ რომელზეც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრმა“ ისაუბრა. გარდა ამისა ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებადი გარემო, ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ბრიუსელის სამიტის შემდეგ და „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები “ განიხილება.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები