აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბულვარის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის კონცეფციის პრეზენტაცია

20 ოქტომბერი, 2018

ბათუმის ძველ ბულვარში 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი კონცეფცია შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

შეხვედრის ფარგლებში სამომავლო პროექტების განხილვა და დისკუსია გაიმართა.

შშმ პირების თანამონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება,რომლებიც პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები.

პროექტი, სამომავლოდ, ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ადაპტირებული ინფრასტრუქტურის კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ ფილმის ჩვენება გაიმართა.

ღონისძიების
მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმა, შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე,აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე,ქალაქის მერი,ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ პირები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები